воскресенье, 1 ноября 2009 г.

სამკუთხედი

1. პროექტის სახელი: სამკუთხედი

2. პროექტის მოკლე აღწერა: სამკუთხედის სხვადასხვა სახეების შესწავლა და მათი ფართობების გამოთვლა.

3. პროექტის სრული აღწერა: ჩამოყალიბდება საპროექტო ჯგუფები (სამი მაინც). მოხდება პროექტის გეგმის შემუშავება თითოეულ ჯგუფში და გადანაწილდება მოვალეობები. თითოეული ჯგუფის საბოლოო მიზანი იქნება მახვილკუთხა, მართკუთხა ან ბლაგვკუთხა სამკუთხედების გამოკვლევა და მათი შესაბამისი ფართობების გამოთვლა, მისი წარმოდგენა-პრეზენტაცია.

4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.

5. ვადები: 2-3 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები განმარტავენ სხვადასხვა ტიპის სამკუთხედებს, განსაზღვრავენ მის ძირითად ელემენტებს და მათ შორის დამოკიდებულებას. წარმოადგენენ შესაბამის ნახაზებს. იკვლევენ სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელ ფორმულებს. პოულობენ ფიგურების, მათი ელემენტების ზომებს. ასაბუთებენ გეომეტრიული დებულებების მართებულობას. წყვეტენ პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემებს.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაეუფლებიან ცოდნას სამკუთხედების შესახებ. ისწავლიან მის აგებას, ფართობის გამოთვლას. განუვითარდებათ ძიების, კვლევის, მსჯელობის, ჯგუფში მუშაობის და კომუნიკაბელობის უნარი.

8. სარგებელი სხვებისთვის: წარმოდგენილი პრეზენტაციები და პლაკატები იქნება თვალსაჩინოება სხვა მოსწავლეებთან ამ თემის შესწავლის დროს.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. კავშირი ეროვნულ გეგმასთან:
* ასრულებენ ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებებს და აფასებენ მათ შედეგს.
* იყენებენ მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხებს.
* წყვეტენ პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემებს.

11. პროექტის ფასილიტატორი: ქ. რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან ჭელიძე

12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: qetinow@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: qetinochelidse.blogspot.com